ხარკი "ოცნებას", ანუ რის ხარჯზე ივსება მმართველი პარტიის ყულაბა - TI-ის ახალი კვლევა
ხარკი ქართულ ოცნებას ანუ რის ხარჯზე ივსება მმართველი პარტიის ყულაბა - გამჭვირვალობა საქართველო ახალ კვლევას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, შარშან, არასაარჩევნო წელს 28 შემომწირველისგან ოცნების სალაროში მილიონი შევიდა. მათგან ნაწილი ქართუ ბანკის ხელმძრვანელი პირები არიან, ნაწილი კი პირდაპირ ივანიშვილთან დაკავშირებული პირები. რაც შეეხება ბიზნესმენებს - ეს სქემა ოცნებას დიდი ხანია დალაგებული აქვს. მაგალითად კომპანია "გზამ" პარტიას 100 ათასი გადაურიცხა და სანაცვლოდ 118 მილიონიანი ტენდერი მიიღო. რუსულ კომპანიას, კი სოლიდური შემოწირულობისთვის მახინჯაურში მთელი მთა გადასცეს თავის მშენებლობის ნებართვებით.
დეტალენი ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.