დატბორილი გზები და ეზოები - ურეკში საკურორტო სეზონი ჩავარდა

03.07.23 20:50
დატბორილი გზები და ეზოები - ურეკში საკურორტო სეზონი ჩავარდა

 

ურეკის მოსახლეობა შველას ითხოვს. დატბორილი გზები და ეზოები, სადაც გავლა შეუძლებელია. არადა ურეკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე არაერთი მილიონი დაიხარჯა. ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ დაბა წყალშია. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ თუ სანიაღვრე არხების პრობლემა არ მოგვარდა, ურეკი დამსვენებლის გარეშე დარჩება.  უამინდობის შემდეგ დატბორილი გზები ჭაობს ემსგავსება, სადაც გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.