"გირჩი" თავდაცვის კოდექსის განხილვის შეჩერებას ითხოვს

03.07.23 19:47
"გირჩი" თავდაცვის კოდექსის განხილვის შეჩერებას ითხოვს

"გირჩი" თავდაცვის კოდექსის განხილვის შეჩერებას ითხოვს. იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ახალ კოდექსს არჩევნებზე ხმების მობილიზების მიზნით გამოიყენებს და ამომრჩეველზე ზეწოლას მოახდენს.

მგონია, რომ ამ თემაზე განხილვა საერთოდ უნდა გაჩერდეს და არჩევნების მერე აამაზე ცალკე დიალოგი უნდა შედგეს, როცა პოლარიზაცია იქნება ცოტა დაწეული. იმ სიტუაციაში, როდესაც ასეთი ტიპის პოლარიზაციაა, სამხედრო რეფორმის გაკეთება როგორ შეიცძლება. მარტო ქოცებისთვის ხომ არ აკეთებ, კანონში არ წერია, ვის უყურებ, როგორც საფრთხეს, ამ წუთას რა გამოწვევებიც გვაქვს არ წერია, კოდექს ვღებულობთ ასეთი ფუნდამენტალური საკითხებზე პასუხის გაცემის გარეშე,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.