შეშფოთება გამოიხატა, უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები "ჯორჯიან ეარვეისის" დასანქცირებისთვის - საგარეო
უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები "ჯორჯიან ეარვეისის" დასანქცირებისთვის- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხდებს, რომ შეხვედრაზე შეშფოთება გამოიხატა აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც.