48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა - ზელენსკიმ საქართველოს ელჩი ქვეყნიდან გააძევა

03.07.23 21:05
48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა - ზელენსკიმ საქართველოს ელჩი ქვეყნიდან გააძევა

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩი ქვეყნიდან გამოაძევა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა.

ზელენკკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში უკან არ დაიშვება, ვიდრე უკრაინას არ დაუბრუნებენ მის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს!

"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს სამაშველო ვარიანტები. 

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება." -  წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები "ჯორჯიან ეარვეისის" დასანქცირებისთვის. შეხვედრაზე შეშფოთება გამოიხატა აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.