ძალიან სამწუხაროა, კანიბალიზმის პირას ვართ - ცისკარიშვილი უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძევებაზე
ძალიან სამწუხაროა, კანიბალიზმის პირას ვართ - ასე ეხმაურება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ახალ განკარგულებას ქვეყნიდან საქართველოს ელჩის გამოძევების შესახებ.
ცისკარიშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ნელ-ნელა მივიდა სიტუაცია აქამდე.
"ძალიან სამწუხაროა, კანიბალიზმის პირას ვართ, დასავლეთის თვალში, ცივილიზებული სამყაროს თვალში, განსაკუთრებით უკრაინის თვალში, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის მიხეილ სააკაშვილი.
ზელენსკის ეს განცხადება, დემარში, საქართველოს ელჩის გაძევება ქვეყნიდან - ნელ-ნელა მივიდა სიტუაცია აქამდე. ჯერ იყო უკრაინის მხრიდან თხოვნა, შემდეგ კი ნელ-ნელა მივიდა სიატუაცია აქამდე".- თქვა ცისკარიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩი ქვეყნიდან გამოაძევა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა.
ზელენკკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში უკან არ დაიშვება, ვიდრე უკრაინას არ დაუბრუნებენ მის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს!