პატიმარზე დაცინვა, მისი ცემისა და წამების ტოლფასია - ბადრი ჯაფარიძე სააკაშვილზე
პატიმარზე დაცივნა, პატიმრის ცემის და წამების ტოლფასია ჩემთვის - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ოცნების" მიერ გეკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
პატიმარზე დაცივნა, პატიმრის ცემის და წამების ტოლფასია ჩემთვის.
სააკაშვილის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
ღმერთმა დაიფაროს, რომ გამოუსწორებელი შედეგები დადგეს, ეს იქნება ქვეყნისთვის ისეთი დარტყმა, რომლისგანაც შეიძლება ვერ გავსწორდეთ. ქართულ ოცნებას სამწუხაროდ, ამას ვერ შეასმენ, რადგან მათთის მნიშვნელოვანია მათი დამფუძნებელი რას ეტყვის და რამდენად კარგად შეასრულებენ ივანიშვილის დავალებას". - ამბობს ჯაფარიძე.