პრეზიდენტის ჯილდო - ზურაბიშვილმა გახარიას თანაპარტიელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

25.05.21 20:10
პრეზიდენტის ჯილდო - ზურაბიშვილმა გახარიას თანაპარტიელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის ჯილდო გახარიას თანაპარტიელს - საქართველოს მთავარსარდალმა ყოფილი პრემიერის მარჯვენა ხელი, კონსტანტინე ანანიაშვილი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

ახლა მთავარი ინტრიგაა, მივა თუ არა სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე, რომელიც "პირველების" ინფორმაცით, შაბათს უნდა გაიმართოს.

"ტვ პირველის" კორესპონდენტმა შესაბამისი კითხვით ანანიაშვილს მიმართა, თუმცა გახარიას გუნდის წევრმა ამაზე ორაზროვანი პასუხი გასცა. 

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი­ პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოსათვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა.

ეს არის სახელმწიფოებრივი დღე და ქალბატონმა სალომემ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი დაეჯილდოვებინა"- თქვა ანანიაშვილმა. 

გიორგი გახარიას პრენმიიერ-მინისტრობის პერიოდში კონსტანტინე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაიობდა.

მანამდე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი სიახლეები