12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება - კობახიძე

04.07.23 10:49
12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება - კობახიძე

12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ  უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაშიც, რომლებსაც უკვე მიენიჭათ კანიდატის სტატუსი, ითქვა, რომ  დაახლოებით 75% არის შეუსრულებლობა.

"მე მინდა შეგახსენოთ, რომ თორმეტივე პუნქტის სრულ შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უფრო მეტიც, უკრაინასა და მოლდოვას უკვე მიენიჭათ შარშან ივნისში კანდიდატის სტატუსი, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს, იმ შემთხვევაშიც თქვეს, რომ ანალოგიურად, დაახლოებით 75% არის შეუსრულებლობა, შესაბამისი პუნქტების, თუ ხისტად გავყვებით, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი. როგორც ასეთი, ასეთი მოთხოვნა არც კი დაუყენებია ვინმეს, რომ 100%-ით უნდა შესრულდეს თორმეტივე პრიორიტეტი, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი" - თქვა კობახიძემ.