კრემლი საქართველოს ხელისუფლების ხელით სააკაშვილს კლავს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლების ხელით სააკაშვილს კლავს.
მისი თქმით, უკრაინის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეწყვიტა მესამე პრეზიდენტის საჩვენებელი სიკვდილით დასჯა, სწორედ ამიტომ, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გამოხატა პროტესტი და საქართველოს ელჩს უკრაინის უახლოეს 48 საათში თავის ქალაქთან კონსულტაციების გამართვის მიზნით ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ კლავს კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და არ უნდა დავუშვათ მიხეილის განადგურებას. უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს საჩვენებელი სიკვდილით დასჯა. ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც ხელისუფლებას მიხეილის გადარჩენის სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზეთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს პროტესტი და შესთავაზოს მას უკრაინის დატოვება უახლოეს 48 საათში თავის ქალაქთან კონსულტაციების გამართვის მიზნით. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ურკაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისთვის და მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ დააგნირონ ეს მდგომარეობა და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება, ადამიანი სიკვდილით დასაჯოს. სიცოცხლე საბაზისო ევროპული ღირებულებაა". - ამბობს კულება.