ბროუდერი სააკაშვილზე: პოლიტიკურად მოტივირებული წამებაა
"საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების შოკისმომგვრელი დარღვევაა" - ასე ეხმაურება მაგნიტსკის სიის ავტორი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შემზარავი სურათები დღეს მისი სასამართლო სხდომიდან გავრცელდა. ნებისმიერმა, ვინც ამბობს, რომ მას ცუდად არ ეპყრობიან, ეს სურათები უნდა ნახოს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება. ეს კაცი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს"- წერს ტვიტერზე ბრიტანელი ფინანსისტი და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი.
გუშინ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესზე საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩაერთო.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.