საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს - კულება ელჩის გაძევებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ ელჩს სთხოვო დატოვოს ქვეყანა, ეს დიპლომატიაში უკიდურესად მკაცრი ფორმაა, თუმცა კულება აღნიშნავს, რომ საქართველსოს ხელისუფლება ამას იმსახურებს.
კულებას თქმით,სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება ცხოველურ პოლიტიკას ატარებს, რათა მესამე პრეზიდენტი სიკვდილამდე მიიყვანონ.
საქართველოს ელჩი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში. მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი. ის გაემგზავრება საქართველში. კონსულტაციები მან თავის ხელისუფლებასთან უნდა გაიაროს. საით მიდის საქართველო და რატომ ანგრევენ უკრაინა-საქართველოს ურთოერთობას და რა უნდა გააკეთონ, რომ ამ ურთერთობებს უშველონ. როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილიოა, პირველი რეაქცია პროტესტის გამოხატვაა, მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთის გამოძახება. რეაქციის მესამე დონა- რამდენი საფეხურით მაღალი სიმძიმით კი არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, სთხოვო დატოვოს ქვეყანა, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესაც მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველსოხ ელისუფლება ამას იმსახურებს. თუ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნიათ საფრთხედ მიაჩნიათ სააკაშვილის შიდა პოლიტიკისთვის, მიეცეს მას საშუალება საქართველო დატოვება და იცხოვრეთ მანდ საქართველოში თქვენთის, გაგრძელეთ რუსეთტან დაახლოება, თუ ასე ძალიან გინდათ, მაგრამ, ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ ცხოველურ პოლიტიკას, უბრალოდ მიიყვანონ სააკაშვილი სიკვდილამდე".- ამბობს კულება.