ოზურგეთში, გულისტანის ქარხნის შესასვლელთან, ინციდენტი მოხდა
ოზურგეთში, გულისტანის ქარხნის შესასვლელთან, ინციდენტი მოხდა. ჯიპის მარკის ავტომანქანამ, რომელშიც აქციის მონაწილეთა მტკიცებით, თურქეთის კონსული იჯდა, აქციის მონაწილეს ფეხზე გადაუარა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კონსული გულისტანის ქარხნის ეზოდან გამოდიოდა.
აქციის მონაწილეები კონსულს უპრობლემოდ ატარებდნენ, თუმცა მას გულისტანის პროდუქტით დატვირთული ტრაილერი აედევნა, რომელსაც გაფიცულები ორი დღეა, ეზოდან არ უშვებენ კომპანიის ბლოკირების გამო.
გულისტანის ქარხნის თანამშორმლები 23 დღეა, გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მატებას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.