მიშა მშვილდაძეზე არ მინდა საუბარი - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის ყოველგვარ ძალადობას გქმობს, მაგრამ როდესაც კითხვა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზ ეთავდასხმას ეხება, ამბობს, რომ მიშა მშვილდაძეზე არ სურს საუბარი.
"ოცნების" თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერი ძალადობა და აგრესია, არ არის სამოქალაქო აქტივიზმი.
ჩვენ გავაკეთეთ არაერთი განცხადება, რომ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მე გავაკეთე პირადად, თქვენს კოლეგებს შეგიძლიათ კითოთ, მე პირადად დავგმე ძალადობა. კონკრეტულად მშვილდაძეზე არ მინდა საუაბრი. მე ყველას მოვუწოდე, ნუ შეაქვთ თავისი წვლილი აგრესიის გაღვივებაში, პოლარიზაციაში.
ადამიანების დააჯერეს, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი. შეიძლება ვიღაცას ცეცხლი წაუკიდო და ამასეძახიან სამოქალაქო აქტივიზმს და ამ ადამიანს ესარჩლებიან და ადამიანებს უკვე ჰგონიათ, რომ ნებისმიერი ძალადობა, აგრესია, არის სამოქალაქო აქტივიზმი, მე ვამბობ, რომ ასე არ არის". - ამბობს ირაკლი კობახიძე.