გუშინ რაც ვნახე, არის კუჭის ოპერაციის რეკლამა - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
"კუჭის ოპერაციის რეკლამა" - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.
ირაკლი კობახიძე ისევ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვითან საკუთარ დედას ნაკლები კალორაჟის საკვები შეაქვს, რომ პატიმარი ვიზუალურად ისე გამოიყურებოდეს, როგორც საზოგადოებამ გუშინ იხილა.
გუშინ რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, ერთი ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა და მეორე, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა, საკუთარ დედას შეაქვს, ეს ხომ ფაქტებია, გაზომილია კალორაჟი, შეგიძლია ზუსტად იგივე მოცულობის საჭმელი შეიტანო მაღალი კალორაჟით "- უთხრა "TV პირველის" ჟურნალისტს კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა: "600 დღე სააკაშვილი კვდებოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველ დღე"
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.