იმ პირის ციხეში გაჩერება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, წამების პოლიტიკას უდრის - კუბილიუსი სააკაშვილზე
იმ პირის ციხეში გაჩერება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, წამების პოლიტიკას უდრის - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
"იმ პირის ციხეში გაჩერება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უდრის სამთავრობო დაწესებულებების მიერ მიზანმიმართული წამების პოლიტიკას.
წამების აღწერა წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით: "როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია თანამდებობის პირის ან სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი სხვა პირის მიერ ან წაქეზებით ან თანხმობით", - დაწერა კუბილიუსმა ტვიტერზე.