ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით - სანდუ

04.07.23 12:18
ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მესამე პრეზიდენტის ნახვით სასამართლოდან.

სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა.

"ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ", - წერს მაია სანდუ.