როცა ევროპარლამენტარი ამბობს დებიძინიზაციას, ეს არაა ჰარასმენტი? - კობახიძისთვის ივანიშვილი მეცენატია
ირაკლი კობახიძე "TV პირველის" კრიტიკული კითხვების პირისპირ - "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ევროპარლამენტში ნახსენები ტერმინი "დებიძინიზაცია" არ მოსწონს და ამბობს, რომ ეს არის პერსონალური მიდგომა და ჰარასმენტი.
კობახიძე ამტკიცებს, რომ პოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია ქვეყნის პრობლემად რჩება, თუმცა ოლიგარქი დავით კეზერაშვილია.
კითხვაზემ მაშინ რატომ დაუწუნეს დეოლიგარქიზაციის ქართული კანონი კობახიძე აღნიშნავს, რომ „პერსონალიზებული მიდგომა არ მოეწონათ“. მისივე მტკიცებით, "ფორმულას" დამფუძნებელი "არალეგალურად აფინანსებს ყველას, არსად არ ჩანს ეს დაფინანსება".
როცა ეკა მიშველაძემ მმართველი პარტიის ლიდერს ვენეციის კომისიის დასკვნა შეახსენა, ირაკლი კობახიძემ თქვა:
საუბარია რისკებზე, რასაც შეიცავს ეს კანონი [დეოლიგარქიზაცია] ე.წ. ჰარასმენტის კუთხით. როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და ამბობს ტერმინს დებიძინიზაცია, ეს არ არის პერსონალიზებული მიდგომა და ჰარასმენტი? ჩვენ ამას ვეუბნებით ევროკომისიის წარმომადგენლებს, რომ ის ჩანაწერი, რომელიც არის 12 პუნქტში, უკვე თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას და პირდაპირ წაახალისებს ამ ე.წ. ჰარასმენტს"- განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კითხვაზე პასუხისას უდიდესი დრო ბიძინა ივანიშვილს დაუთმო.
ივანიშვილმა გაისტუმრა სახლში ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ამ ქვეყანაში. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. პირიქით, მას აქვს გაცემული 3 მილიარდი მარტო ქველმოქმედებაზე, რაზეც ვიღაცები რომ გვესაუბრებიან ხოლმე, არაფერი, სამი მილიარდი რა მოხდა, საკუთარი ქონების ნახევარი დახარჯოს ვინმემ ქველმოქმედებაზე და მერე ისაუბროს ბიძინა ივანიშვილზე, ეს ერთი, მეორე, ამ კაცმა 2012 წელს გაისტუმრა ძალადობრივი, სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც რა გააკეთა, ადამიანებს აწამებდა, ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა".