გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება - თალაკვაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლიანი არაა და ქვყენებს შორის მეგობრობას არ ემსახურება.
"ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება და არ არის სამართლიანი, ვიტყოდი. თუმცა, ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს და ვერ შეასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელებისადმი", - ამბობს თალაკვაძე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.