დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები - ირაკლი ზარქუა

04.07.23 14:05
დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები - ირაკლი ზარქუა

"უსამართლოა" - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ზარქუა  ზელენსკის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ოფიციალურ თბილისთან კონსულტაციებისთვის კიევი დაატოვებინოს უკრაინაში საქართველოს ელჩს.

„ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ მოვისმინეთ, არ ვიცი დემარშია, დროებითი ღონისძიება თუ რა, ჩემთვის ერთადერთი სიტყვაა - ეს არის უსამართლობა. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომლის წარმომადგენლობა ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით, არც ერთი წამით ქართული საელჩო უკრაინაში არ დახურულა, განსხვავებით სხვა საელჩოებისა, რომლებიც გაიხიზნენ და ზოგი დღემდე არ არის იქ ჩასული და დახურულია საელჩოები. სტატისტიკით საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც უკრაინელების დახმარების კუთხით შედის სამეულში და მოწინავეა. ამ პატარა ქვეყანამ ეს შევძელით. ჩვენ ვართ, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ უკრაინელები, გავუხსენით სკოლები, ბაღები, უფასო ტრანსპორტი, მათ შორის, ქირას ვუხდიდით, დღემდე ვუხდით და არც ერთი ცენტი არ მიგვიღია დახმარების, ეს ყველაფერი ჩვენ შევძელით, პატარა სახელმწიფომ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის გვერდით დავდექით და დღემდე ვდგავართ, სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ თურმე ჩვენი საელჩო უნდა დაიხუროს და ელჩი გამოძევებულ იქნას. მე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ომშია ჩართული ქვეყანა და მისი ლიდერის გადაწყვეტილება. უბრალოდ ვიტყვი, რომ უსამართლოა და ამას არ იმსახურებს საქართველო“, - განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, გარკვეული ადამიანები   ქართულ-უკრაინული ურთიერთობებს გაწირვას ცდილობს: 

"დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამას გაამართლებენ, არიან „გონჩარენკოები“ და მეორე ფრონტის გასახსნელად ყველაფერს აკეთებენ"- ამბობს ზარქუა. 

 

მსგავსი სიახლეები