საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტეს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ - უკრაინის საგარეო სააკაშვილზე

04.07.23 12:46
საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტეს დამამცირებელი  მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ - უკრაინის საგარეო სააკაშვილზე

უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მკურნალობისთვის გადაყვანას მოითხოვს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი. 

უწყება პირდაპირ წერს, რომ საქართველსო ელჩის, გიორგი ზაქარეიშვილის თბილისში გაწვევის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგპმარეობაა. 

განცხადების თანახმად, უკრაინელმა დიპლომატებმა გიორგი ზაქარეიშვილთან შეხვედრაზე გამოხატეს მკაცრი პროტესტი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაორების გამო.

4 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი, რათა გამოხატოს მწვავე პროტესტი ციხეში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო.

ქართველ დიპლომატს განემარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა უკრაინის მოქალაქის მიმართ.

ამის გამო ელჩ ზაქარაშვილს შესთავაზეს დაბრუნდეს თბილისში, რათა გამართოს კონსულტაციები არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად. 

უკრაინულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, გადაუდებლად დაიწყოს განხილვა სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხი, მისი მკურნალობისა და შემდგომი მოვლის მიზნით"- წერია განცხადებაში.