ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილს პერანგზე ღილები ააწყვიტა
"ქართული ოცნების" დეპუტატმა გირჩის ლიდერს პერანგზე ღილები ააწყვიტა - სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში სანდრო რაქვიაშვილსა და მიშა სარჯველაძეს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადაიზარდა.
კონფლიქტის მიზეზი პარლამენტში მეორე დღეა თავდაცვის კოდექსში სადავო ცვლილელებია.
"კომიტეტის თავმჯდომარემ იკადრა და ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. რა თქმა უნდა სხვებმა გააჩერეს, მაგრამ მე ვითხოვ, რომ ეს იყოს ეთიკის საბჭოზე განხილული. ასე არ მოსულა უბრალოდ.
ჩხუბს რაც შეეხება დერეფანში მოხდა, მე უკვე გამოსული ვიყავი სხდომიდან, დაპირისპირების დროს მიშა სარჯველაძემ გამიხია პერანგი. მაგათ რა ჰგონიათ ახლა, თუ ხელს აწევენ, ქრისტიანულად შევინდობ და არ ვუპასუხებ? - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
ოცნება კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ისე ცდილობს, რომ ოპოზიციას მსჯელობის საშუალებაც კი არ აქვს. მეორე დღეა ოპოზიციის კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელოება აქვს თავდაცვის მინიტრის მოადგილესაც, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებშიც იმყოფება.