"ჩათლახობას დავარქვათ ჩათლახობა, კანონის ასე მიღება არის ჩათლახობა, მოდით და გავლახეთ ახლა" - ხვიჩია

04.07.23 13:13
"ჩათლახობას დავარქვათ ჩათლახობა, კანონის ასე მიღება არის ჩათლახობა, მოდით და გავლახეთ ახლა" - ხვიჩია

დაპირისპირება პარლამენტში - გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია დამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მიშა სარჯველაძის ქმედებას ჩათლახობას უწოდებს.

ხვიჩია ამბობს, რომ ასევე ჩათლახობაა თავდაცვის კოდექსის დაჩქარებულად მიღებაც.

ჩათლახობას დავარქვათ ჩათლახობა. ასე მიღება კანონის არის ჩათლახობა, მოდით და გავლახეთ ახლა".- თქვა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ძალიან წყნარად მიიღებენ აღნიშნულ კანონს, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატმა გირჩის ლიდერს პერანგზე ღილები ააწყვიტა - სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში სანდრო რაქვიაშვილსა და მიშა სარჯველაძეს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადაიზარდა. კონფლიქტის მიზეზი პარლამენტში  მეორე დღეა თავდაცვის კოდექსში სადავო ცვლილელებია. ოცნება კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ისე ცდილობს, რომ ოპოზიციას მსჯელობის საშუალებაც კი არ აქვს. მეორე დღეა ოპოზიციის კითხვებზე პასუხების გაცემის მცდელოება აქვს თავდაცვის მინიტრის მოადგილესაც, რომელიც კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებშიც იმყოფება.

მსგავსი სიახლეები