"ოცნების" პოლიტიკამ შედეგი გამოიღო - საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში აღარ არის
ქართული ოცნების პოლიტიკამ შედეგი გამოიღო - საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში აღარ არის. განცხადება ევროკავშირის გაფართოების შესახებ ურუსლა ფონ დერ ლაიენმა გუშინ გააკეთა. ევროკომიის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში მხოლოდ მოლდოვაზე, უკრაინაზე და ბალკანეთის ქვეყნებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ ქვეყნების გარეშე ევროკავშირის გაფართოება წამროუდეგენლია - საქართველო კი მას არცერთ განცხადებაში არ უხსენებია.
"შეგვიძლია თუ არა, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოვიდგინოთ? და ის, რომ ევროპის ეს ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის გავლენის ქვეშ წარმოვიდგინოთ? ეს შეუძლებელია. ასე რომ, მიმართულება ნათელია" , -განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.