ოცნებას აქვს შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გაათავისუფლოს - ხაბეიშვილის საგანგებო მიმართვა

04.07.23 13:35
ოცნებას აქვს შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გაათავისუფლოს - ხაბეიშვილის საგანგებო მიმართვა

ოცნებას აქვს შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და სააკაშვილი გაათავისუფლოს - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხის გამო, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია", - ამბობს ხაბეიშვილი. 

ამასთან ენმ-ს ლიდერმა დღეს 19:00 საათზე, კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დააანონსა

100ნახვები
უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანა აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ,ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ამ თვეების განმავლობაში, რაც პუტინი ტერორისტულ მოქმედებებს აწარმოებს უკრაინაში, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს, არ ეხმარება უკრაინას, ანტიუკრაინული კამპანია აქვს, აღადგინა ფრენები, არსებობს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ კარგად არ იქცევა. ამას ვამბობ დიდი მოწიწებით, როცა ვამბობ, რომ მინიმუმ კარგად არ იქცევა.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ფაქტობრივად, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნაღა აქვს საქართველოსთან - გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალია. ზელენსკის განცხადების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რუსეთის სანქციების კოორდინატორის, მაკფოლის განცხადება, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს. ვნახეთ ბილ ბრაუდერის მოწოდება, ისიც ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.

ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს.

 განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმაც. მისი თქმით, "პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, როგორც პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის"

პრეზიდენტმა ზელენსკიმ შარშან, წლის ბოლოს ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა თავისი ქვეყნის მოქალაქის, მეგობრის, ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის, მიშა სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლება, მაგრამ „ქოცების“ რეჟიმმა, „რუსულმა ოცნებამ“, ეს თხოვნა არ შეისმინა და შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, როგორც პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის. ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც ჩვენი პარტიის სახელით მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს. უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი კიევიდან იქნეს გამოძევებული“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები