საქართველოში მოკლული ყაზახი ჟურნალისტის საქმე - ოჯახი დაკავებულისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს
საქართველოში მოკლული ყაზახი ჟურნალისტის ოჯახი დაკავებულისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. ჟანბოტუ ტოლეგენის და უკვე თბილისშია და ის მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის დაწყებასაც აანოსნებს.
გარდაცვლილის და ირწუმუნება, რომ 60 წლის კაცმა ქალს ქონება ყაზახეთში მოტყუებით გააყიდინა, საქართველოში სამკურნალოდ წამოიყვანა, საბოლოოდ კი ფულის გამო მისი მკვლელობა დაგეგმა.
ჩემი და იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აქ ჩამოვიდა იმ იმედით, რომ იმკურნალებდა. მკვლელს სიტყვაზე ენდო. იქ გაყიდა ქონება, რაც ჰქონდა. ვიყავი კახეთში გამომძიებელთან, ვუთხარი მას რომ ყაზახეთიდან მტკიცებულებები მაქვს ჩამოტანილი, რაც ადასტურებს რომ მკვლელს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. 2 წლის განმავლობაში ის ითხოვდა ფულს. გვინდა ობიექტური გამოძიება ჩატარდეს. დამამძიმებელი გარემოებაა, ანგარების მოტივიც იკვეთება, სწორედ ამიტომ ვაპირებთ სამოქალაქო დავის წარმოებას და დის ქონების დაბრუნებას". - ამბობს ყაზახი ჟურნალისტის და.
საზრელი დანაშაული საგარეჯოში რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ახლაგზრდა ქალის ცხედარი პოლციიამ მდინარის ნაპირზე იპოვა. მკველობის ბრალდებით 60 წლის კაცია დაკავებული.