რახან გამოაჩინეს, დაბრკოლება აღარაა, რომ პოლონელი ექიმები შეუშვან - ალასანია სააკაშვილზე

04.07.23 14:54
რახან გამოაჩინეს, დაბრკოლება აღარაა, რომ პოლონელი ექიმები შეუშვან - ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, რახან გუშინ სასამართლო პროცესზე დაპატიმრებული პრეზიდენტი ღიად გამოაჩნეს, დაბრკოლებას არარ უნდა წარმოადგენდეს, რომ მასთან პალატაში პოლონელი ექიმები შეუშვან.

ალასანიას თქმით, დაპატიმრებული პრეზიდენტი თავს ისევ ძალიან ცუდად გრძნობს.

გუშინ სისხლის გადასხმა ჰქონდა, როგორც ჩანს, დავარდნილი იყო ჰემოგლობინი და ეს პერიოდულად ხდება ხოლმე. სიცხე ყოველთვის, ბოლო ხანებში, დილიდან 37 აუცილებლად აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და წნევაც არის ხოლმე ჩვეულებრივი ამბავი. რახან დაუშვეს ის, რომ გამოაჩინეს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ შეუშვან ის ექიმები, ის პოლონელი ექიმები, ფაქტობრივად, არიან ევროკავშირის გადაწყვეტილებით შექმნილი ჯგუფი. ასე რომ, ესენი კი არიან პოლონელები, მაგრამ წარმოადგენენ მთელ ევროპას. მე მოვისმინე ჩვენი იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მოიწვიონ ნებისმიერი ექიმიო და ჩვენ კი ბატონო, შევუშვებთო და აბა, სად არის?!" - ამბობს გიული ალასანია.

გუშინ ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო - მისი ფიზიკური მდგომარეობის ნახვის შემდეგ, უკრაინამ საქართველოს ელჩს სთხოვა, თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყანა დატოვოს.

მსგავსი სიახლეები