რა შემთხვევაში აღარ დაბრუნდება საქართველოს ელჩი უკრაინაში - გონჩარენკოს განცხადება
რა შემთხვევაში აღარ დაბრუნდება საქართველოს ელჩი უკრაინში - უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ თუ ელჩის თბილისში დაბრუნების შემდეგ სააკაშვილთან დაკავშირებით არაფერი შეიცვალა, აღარ მიეცემა იმის უფლება, რომ უკრაინაში დაბრუნდეს.
გონჩარენკო ამბობს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაყინვას გამოიწვევს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ელჩი დაბრუნდება თბილისში, თუ არაფერი შეიცვლება სააკაშვილთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ელჩი აღარ დაბრუნდება უკრაინაში, აღარ მიეცემა იმის უფლება, რომ უკრაინაში დაბრუნდეს, რაც პრინციპში, ჩვენს ქვეყნებს შორის იქნება პირველი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვისა. ამაში იგულისხმება, რომ უკრაინის ელჩი დიდი ხანია არ იმყოფება თბილისში და საქართველოს ელჩიც აღარ იქნება კიევში, შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება ის, რომ სრულად გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს, ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს. რაც ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით, არის ასევე ძალიან დიდი დაბრკოლება საქართველოს გზაზე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს მთავრობის რიტორიკაა, რომ არიან პროევროპულები, რეალურად კი ისინი აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ შეაჩერონ საქართველო, რომელიც მიდის ევროპისაკენ და ხელში ჩაუგდონ პუტინს ქვეყანა'".- ამბობს გონჩარენკო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.