შეგვიშვით მიხეილ სააკაშვილთან - 46 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს

04.07.23 15:38
შეგვიშვით მიხეილ სააკაშვილთან - 46 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატის მიმართვა შალვა პაპუაშვილს - ხელსიუფლების ოპონენტები პარლამენტის თავმჯდომაისგან განმრატებას ითხოვენ, "რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად". 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რამდენიმე თვეა, საქართველოს პარლამენტის არცერთ წევრს შალვა პაპუაშვილი არ აძლევს უფლებას  მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს.

გუშინ გავრცელებულმა კადრებმა, პრინციპში, ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ არ გვიშვებენ მიხეილ სააკაშვილთან, იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს დაშვება საქართველოს პარლამენტის წევრებზე, ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, რათა მსოფლიომ იცოდეს სიმართლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას ხელს აწერენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე რამდენიმე დეპუტატი სხვა ოპოზიციური ფრაქციიდან. 

 დღესვე ცნობილი გახდა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ კლინიკა „ვივამედთან“ დღეს აქციას გამართავს. 

დღეს გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, შეძრწუნებულები არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიოა შეძრწუნებული. ვნახეთ გამოხმაურებებიც. ამიტომ უნდა შემოგვიერთდნენ დღეს „ვივამედთან“ აქციაზე, 19:00 საათზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ რუსულ რეჟიმს, რომ არ დავუშვებთ რუსულ რევანშს საქართველოში, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა არის სწორედ ვლადიმერ პუტინის დაკვეთის შესრულება და ეს კეთდება სწორედ მის საამებლად. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუხსნა ჩვენს ქვეყანას გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, ასე რომ, გთხოვთ, შემოგვიერთდით, ერთად გავაგონოთ ხმა რუსულ რეჟიმს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა პრეზიდენტს და მოვითხოვოთ მისი თავისუფლება, რადგან თავისუფლების პირობებში, ნებისმიერ თანაბარ გარემოში პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ეს იცის ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ ამყოფებს პრეზიდენტს არა მხოლოდ ტყვეობაში, არამედ სრულ იზოლაციაში, რასაც ასევე ეხმარება პაპუაშვილი, რომელსაც დღეს 46-მა დეპუტატმა მიმართა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  

   

მსგავსი სიახლეები