ქვეყნას აქვს კონკრეტული რეფორმების სახით წინ გადადგმული ნაბიჯები - სარჯველაძე

04.07.23 15:50
ქვეყნას აქვს კონკრეტული რეფორმების სახით წინ გადადგმული ნაბიჯები - სარჯველაძე

ირაკლი კობახიძის მსგავსად, მის გუნდშიც იმეორებენ, რომ ქვეყანას კონკრეტული რეფორმების სახით წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ აბსოლუტურად დეპოლარიზებული გარემოს შესახებ რეზულტატს მმართველი გუნდი მარტო ვერ დადებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.

ქვეყნას აქვს კონკრეტული რეფორმების სახით წინ გადადგმული ნაბიჯები. დეპოლარიზაციის მიმართულებით ახლა სრულფასოვანი რეზულტატის დაყენებას, რომ აბსოლუტურად დეპოლარიზებული იქნას გარემო და რადიკალიზაციისგან თავისუფალი, ამას მარტო ჩვენ ამ რეზულტატს ვერ დავდებთ, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე შეიძლებოდა დამოკიდებული ყოფილიყო, რომ დეპოლარიზაცია შემდგარიყო, ეს ასევე ფაქტი მგონია. საქართველოში 100-ზე მეტი ტელეკომპანია მაუწყებლობს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მე არ მგონია, რომ მედია პლურალიზმის თვალსაზრისით საქართველო არამც თუ რაიმე უარყოფით შეფასებას არ იმსახურებდეს, არამედ ის არ ითვლებოდეს სამაგალითო სახელმწიფოდ". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები