"დაუძლურებული ექსპრეზიდენტი საქართველოს ციხეში" - The Times სტატია

04.07.23 15:54
"დაუძლურებული ექსპრეზიდენტი საქართველოს ციხეში" - The Times სტატია

"დაუძლურებული ექსპრეზიდენტი საქართველოს ციხეში" - ამ სათაურით ავრცელებს სტატიას The Times. 

გამოცემა საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ჩართვის შემდეგ, მის ფიზიკურ მდგომარეობას აღწერს და წერს, რომ ვიდეოჩართვაში მესამე პრეზიდენტს უჩანდა ნეკნები და "დაუძლურებულად", "სუსტად" გამოიყურებოდა.

გამოცემა უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩის გამოძევებასთან დაკავშირებითაც წერს და ამბობს, რომ უკრაინა მიხეილ სააკაშვილის გადაცემას ითხოვს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილს "რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელში მოკვლის საფრთხე ემუქრება". მან დააანონსა, რომ საქართველოს ელჩს უკან თბილისში გაგზავნის იმ დავალებით, რომ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე მოლაპარაკებები გამართოს. უცნობია, ელჩი ოფიციალურად გაიწვიეს თუ არა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის სიკვდილი სურს", - ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები