ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის დროს მოიცალა ჩემთვის - სააკაშვილი
უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მხარისთვის გადაცემას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და უფლებების შელახვის ფაქტით დაინტერესების გამო მადლობას უხდის.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.
როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.
უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან.
ასევე დიდი მადლობა
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.