ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, იყო PR კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - კალაძე

04.07.23 16:16
ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, იყო PR კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - კალაძე

"ეს იყო PR სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება", - თბილისის მერს და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის არ სჯერა.

კახა კალაძე გუშინდელი სასამართლო კადრების ხილვის შემდეგ კვლავ ამტკიცებს, რომ სააკაშვილი თუ კვების რაციონს შეცვლის, ის უკეთ გახდება.

ვფიქრობ, ეს თემა დახურულია, სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე მიხეილ სააკაშვილს. თქვენ იცით, რომ მის მიერ მოხდა გასაჩივრება და საკითხის სტრასბურგში წაღება, ისიც კარგად ვიცით, სტრასბურგმა რა პასუხი მოიწერა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველაზე კითხვაზე არსებობს პასუხი, ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა, აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი PR კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თითქოს, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, პატიმრის უფლებები ირღვეოდა, მათი ქმედებები იყო მიმართული ზუსტად ამისკენ. ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა და მიზანმიმართულად კეთდებოდა ესეც, ეს იყო PR სტრატეგიის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. რეალურად, არაფერი არ ხდება, რეალურად მთავარი და მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივად", - ამბობს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები