ირაკლი კობახიძის ნათქვამის მიმართ ნდობა თავად ირაკლი კობახიძეს არ აქვს - ანა ბუჩუკური
„12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მინიმუმ, 12 ტყუილი მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან,“ - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური.
დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, სადაც მმართველი გუნდის ლიდერმა ჩამოთვალა, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც დილასა რომ იღვიძებს, არ იცის, რისი თქმა მოუწევს დილას, მერე დღისით შეიძლება 180 გრადუსი საპირისპიროს მტკიცება მოუწიოს და მერე, საღამოს, დილას რასაც ამბობდა, შეიძლება იმის მტკიცება მოუწიოს. ამიტომ, ირაკლი კობახიძის ნათქვამის მიმართ ნდობა თავად ირაკლი კობახიძეს არ აქვს, ეს ნახევრად ხუმრობით. რეკომენდაციების შესრულება-შეუსრულებლობის საკითხი შეფასებითი კატეგორია არ არის, ახლა რასაც აკეთებს წქართული ოცნება, რომ თითქოს შესაფასებელია შესრულდ თუ არა, არის ტყუილი, რეკომენდაცის შესრულდა თუ არა უნდა არსებობდეს ფაქტი,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.