მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა - კალაძე
"მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა," - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს ელჩის გამოძევებასთან დაკავშირებით.
როგორ პასუხს გასცემს ქართული ოცნება ზელენსკის გადაწყვეტილებას, ამაზე კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი ძალა ნაბიჯებს ემოციურ ფონზე არ დგამს.
გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს“.. ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გაგაკეთებთ, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, - განაცხადა კალაძემ.