სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში... ეს საკითხი ივანიშვილის გადასაწყვეტია - ნიკა გვარამია
"მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რას გააკეთებს, მისი გადასაწყვეტია. მე მის ადგილზე, რომელი განცხადებებიც გააკეთა, არ ვიჩქარებდი და რას გააკეთებს ის მომავალში, ეს მომავლის საკითხია", - ეს განცხადება მთავარი არხის დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
ნიკა გვარამია ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ ვისაუბრებ, ისედაც ვცნობილია ეს ყველასთვის. რაც დავინახე, ნამდვილად მისი აღწერა რთულია, განახევრებული ადამიანია, ფიზიკურად, კატასტროფაა. უნდა მოვყვე, გუშინ შეხვედრა მქონდა საერთაშრიოს აქტორებთან, ჩავრთე, მაინტერესებდა მიშას ნახვა, ერთად ვნახეთ და წარმოუყდგენელი რეაქცია ჰქონდათ, გვესმოდეს, უნდა, რომ ასე ვერ გაგრძელდება. ეს საკითხი გადასაწყვეტია. რაც უფრო სწრაფად და დადებითად იფიქრებს ივანიშვილი, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და მისთვის... არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის წინაშე ამას არ დაუშვებს. მე მინდა, მივმართო არა ქართულ ოცნებას, არამედ ადამიანებს, რომლებისთისაც მნიშვნელოვანია უკრაინა, როგორც იდეა, როგორრც დასავლეთი, როგორც მეგობარი და მომავალში ლოკომოტივი მთელი რეგიონის. მივმართავ მათ შორის ბიზნესმენებს, არ გამოვა მეგობრებო, თუ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ასე გაგრძელდა, ვერანაირ ბიზნეს ვერ გააკეთებთ, დღეს ვინც აკეთებთ უკრაინაში, შეიძლება დიპლომატიური ურთიოერთობები გაწყდეს, არავინ შეარჩენს უკრაინა საკუთარი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას. ჩვენ თუ არ გვყოფნის იმის გაცნობიერების უნარი, რომ საკუთარ პრეზიდენტებს რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ასე არ უნდა ვექცეოდეთ, უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას,“ - ამბობს ნიკა გვარამია.