საგარეოს ვურჩევდი, რომ შეშფოთება იმით გამოხატოს, რაც ხდება შიდა ფრონტზე საქათველოში - ნიკა გვარამია

04.07.23 17:14
საგარეოს ვურჩევდი, რომ შეშფოთება იმით გამოხატოს, რაც ხდება შიდა ფრონტზე საქათველოში - ნიკა გვარამია

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ვურჩევდი, რომ შეშფოთება იმით გამოხატოს, რაც ხდება შიდა ფრონტზე საქათველოში, მართლა ფრონტი, რომ გახსნა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ,“ - ეს განცხადება მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

გვარამიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. გვარამია დარწმუნებულია, რომ უკრაინის მსგავსად მიმართვის ავტორი რუსეთის პრეზიდენტი რომ იყოს, ოცნების მთავრობა პუტინის ნათქვამს დაუყოვნებლივ შეასრულდებდა.

შიდა კულუარულად მაინც უთხრას სამარცხვინო პროპაგანდისტებს, რომ ილაპარაკონ მოზომილად, საერთოდ არ ილაპარაკონ სჯობია. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც სამყაროს მორალური ლიდერია, ასეტი თხოვნით, რომ გამოდის, ეს თხოვნა უნდა შესრულდეს და ყველამ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი საკუთარ მოქალაქესთან დაკავშირებით საქარტელოს ხელისუფლებას რაღაცას სთხოვს, დასრულებული არ ექნებოდა ციტატა, რომ შესრულებული ექნებოდა საქარტელოს ხელისუფლებას, სამარცხვინოდ ამას გააკეთებდა, გაიხსენეთ, რა ხდებოდა იგივე გაბუნიას განცხადბეებთან დაკავშირებით,“ - ამბობს გვარამია.


"საშინაო საქმეებში ჩარევაა" - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო,დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.