ევროსასამართლოსთვის მიმართვა დრამატული შეცდომა იყო - გვარამია სააკაშვილის საქმეზე
ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის ევროსასამართლოში წაღება დრამატული შეცდომა იყო.
"მთავარი არხის" დამფუძნებელის თქმით, ევროსსამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი, რისთვისაც მისი თქმით, ევროსტრუქტურები ჯერ მზად არ არიან.
მე მიმაჩნია, რომ ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა. ეს ჩემი მოსაზრებაა. ევროსასამართლომ რაც თქვა, ევროსასამართლოს არ უთქვამს რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმედ ავად, ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რომ სააკაშვილი არ მოკვდეს. ეს იყო ძალიან პროგნოზირებადი, რომ ასეთი იქნებოდა პასუხი ევროსასაამრთლოდან. ევროსსამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკიტხი. ასეთი საკითხის დაყენებისთის ჯერჯერობით მზად არ არის ევროპული სტრუქტურები, თუ ასე გააგრძელებს "ოცნება" კაცმა არ იცის რა მოხდა, მაგრამ ეს მიმართვა იყო შეცდომა, ამას პრეცედენტი არ ჰქონდა". - ამბობს ნიკა გვარამია