საქართველოს 228 ათასი მოქალაქე ბანკიდან გამოტანილ კრედიტს ვეღარ იხდის - საგანგაშო სტატისტიკა
საქართველოს 228 ათასი მოქალაქე ბანკიდან გამოტანილ კრედიტს ვეღარ იხდის. საგანგაშო სტატიტიკას „კრედიტ ინფო“აქვეყნებს. ამ მონაცემებით დგინდება, რომ წლიდან წლამდე ქვეყნაში იმ ადამიანების რიცხვი რეკორდულად იზრდება, ვინც სესხს ელემენტარული საყოფაცხორებო საჭიროებისთვის იღებს, თუმცა შავ სიაში ხვდება, რადგან მის გადახდას ვერ ახერხებს.
ეკონომისტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მთავრობის არასწორ ეკონომიკური პოლიტიკისკენ იშვერენ ხელს.
ერთი დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასი მომხმარებლით. ძირითად ნაწილი როგორც პორტფელის, ასევე ვადაგადაცილებულის მოქცეულია რა თქმა უნდა საბანკო სექტორში და არის დაახლოებით 50%. გაზრდილი არის სების მიერ რეგულირებად სხვა ორგანიზაციებში, როგორიც არის ვთქვათ მიკროსაფინანსოები, ლომბარდები და ა.შ".- ამბობს ეკონომისტი.
ჯამური მაჩვენებლით, საქართველოში 1 932 796 ადამიანს აქვს სესხი აღებული და მათი ვალი 40 მილიარდს აჭარბებს.