საქართველოს მთავრობას ნატოს წევრობის არ სჯერა - ესტონეთის პრემიერი
საქართველოს მთავრობას ნატოს წევრობის არ სჯერა - ეს განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა.
რატომ დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე - ამ კითხვაზე პასუხად, კაია კალასი ამბობს, რომ ეს განპირობებულია საქართველოს მთავრობის რიტორიკიდან გამომდინარე.
ნატოს წევრობის რწმენას ვგულისხმობ. GLOBSEC-ის კონფერენციაზე [ბრატისლავა, 2023 წლის მაისი] საქართველოს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობდა, რომ ნატო არის დამნაშავე უკრაინის ომში. თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. ნატოს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პრიგოჟინმაც კი თქვა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ის [ღარიბაშვილი] კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, რომ მათ ამის [ნატოს წევრობის] არ სჯერათ,“ აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში არსებული „ნაცრისფერი ზონები“ კონფლიქტებისა და ომების წყაროა, რასაც ნატო-ში გაწერვიანება აღმოფხვრიდა. ერთ-ერთ ასეთ ნაცრისფერ ზონად კალასმა საქართველო დაასახელა.
რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის? ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უკრაინა იყო წლების წინ, როდესაც ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა, ასე რომ, ისინიც ფართოდ მიიჩნევენ საკუთარ მომავლად ევროპას [ევროკავშირს]. მაგრამ ეს ასევე მოითხოვს რეფორმებს მათი მხრიდან,“ - განაცხადა კაია კალასმა.