მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს სააკაშვილისთვის უკანონო თავისუფლების მოპოვებას - რატი ბრეგაძე

04.07.23 18:04
მიმდინარე კამპანია მიზნად ისახავს სააკაშვილისთვის უკანონო თავისუფლების მოპოვებას - რატი ბრეგაძე

"მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები," - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

საგანგებო ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის თემით მანიპულირების გამო გააკრიტიკა. მინისტრმა ოპონენტები გააკრიტიკა იმის გამოც, რომ მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს იმ დროს, როდესაც პრემიერის პარლამენტში მათ კითხვებს პასუხობდა.

რატი ბრეგაძე ისევ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს მისი ჯანმრთელობის დაზიანების გამო.

მიმდინარე კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულ სააკაშვილისთვის უკანონო თავისუფლების მოპოვებას. კრახით დასრულებული მილიონდოლარიანი ცილისმწამებლური კამპანიის ქართული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები. ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებლუ კამპანიის მიზანია, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.