როდის დააბრუნებენ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში - იუსტიციის მინისტრის პასუხი

04.07.23 18:13
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში - იუსტიციის მინისტრის პასუხი

როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში - ამ კითხვაზე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ექიმების დასკვნაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება გადაყვანას პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც იქნება ექიმებისგან რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში," - ამბობს რატი ბრეგაძე.