სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმებს და თვითდაზიანებას მიმართავს - რატი ბრეგაძე

04.07.23 18:15
სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმებს და თვითდაზიანებას მიმართავს - რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმებს და თვითდაზიანებას მიმართავს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტმა რატი ბრეგაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, როდესაც ადამიანი ექიმების რეკომენდაციას არ ემორჩლება, თვითონ არის პასუხსიმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე.

"სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას. თვითდაზიანებაში იგულისმება მრავალი შიმშილობის ეპიზოდი. ექიმების რეკომენდაციებისადმი არ დამორჩილება, მედიკამენტების და საკვების შერჩევით მიღება.საკვები მასტან მიაქვს მისი ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალმა მათ მისცა შესაბამისი რეკომენდაცია, რომელსაც არ ასრულებენ. შესაბამისად პასუხსიმგებელი არის უშუალოდ ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუ არ მკურნალობს ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება.

მოვუწოდებ, მაქსიმალრუად დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევის შემდგომ და არა ტელევიზორში დანახული გამოსახულებით".- ამბობს რატი ბრეგაძე