ევროკავშირის სამედიცინო მისია სააკაშვილთან - ბრეგაძის თქმით, მიმართვა არ არსებობს

04.07.23 18:22
ევროკავშირის სამედიცინო მისია სააკაშვილთან - ბრეგაძის თქმით, მიმართვა არ არსებობს

"თუკი ვსაუბრობთ, ევროკავშირის ექიმებზე, ამ შემთხვევაში, ინიციატორი უნდა იყოს ევროკავშირის სტრუქტურები და უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. მსგავსი სახის კომუნიკაცია არ ყოფილა", - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ამ დრომდე სამინისტროს ევროკავშირის სამედიცინო ჯგუფისგან მიმართვა არ მიუღიათ.

აქ არის საუბარი ერთ რამეზე, რომ ის, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, რომ უშუალოდ მსჯავრდებულმა მოიწვიოს და თავისი მკურნალობის პროცესში ჩართოს, ჩვენ ეს შევთავაზეთ - არა დიაგონოზების დასმაში, არამედ მკურნალობის პროცესში - იმიტომ, რომ ლოგიკურია, თუკი არ ენდობი მკურნალ ექიმ ან თვლი, რომ ვინმე სათანადოდ ვერ გმკურნალობს და ვერ გაწვდის სამედიცინო მომსახზურებას, ამ შემტხვევაშ ძალიან ლოგიკურია ის, რომ თუ გაძლევენ ამის უიფლებას, შეგიძლია მოიყვანო და ჩაერთოს მკურნალობაში,“ - ამბობს რატი ბრეგაძე.