რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი თავად იწამებს თავს
სასჯელის აღსრულება არ არის შურისძიება - ამბობს იუსტიციის მინისტრი და "ქართული ოცნების" სხვა წევრების მსგავსად აცხადებს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა, შერჩევით იღებს მედიკამენტებს და არ ემორჩილება ექიმებს.
ბრეგაძე სააკაშვილის გარემოცვასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ მდგომარობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მათ ჩააგდეს:
რაც შეეხება წამებას, ეს წამება კი არ არის ეს არის თვითწამება. ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუკი ვინმე აწამებს მას, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა"- დასძინა მინისტრმა.