უსამართლოა ბრალდება, თითქოს პოლონელ ექიმებს არ უშვებენ სააკაშვილთან, აჟიოტაჟის გამოწვევა სურთ - ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უსამართლოს უწოდებს ბრალდებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოლინელ ექიმებს სამინისტრო არ უშვებს.
ბრეგაძე ამბობს, რომ ამ განცხადებებით საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევა სურთ.
როდესაც ადამიანი არის ცუდად და მას უნდა რომ მასთან შევიდნენ ექიმები, მან და მისმა გარემოცვამ მხოლოდ 4 თვის შემდეგ არ უნდა გამოაგზავნოს არასრულყოფილი წერილი, რითაც მშვენივრად იცის, რომ ასე ვერ შევა. რომელიმე ექიმის შეშვება ან არშეშვება, რაზეც ახლა არის საუბარი, სრულიად უსამართლოა ის ბრალდება თითქოს პოლონელ ექიმებს არ უშვებენ, ამით სურთ აჟიოტაჟის გამოწვევა და ის რომ მუდმივად იყოს დღის წესრიგში, მათ შორის თვქენს ტელეეთერებში, გაჟღერებული იყოს ამ ადამიანის სახელი და გვარი და შეინარჩუნოს აქტიურობა". - ამბობს ბრეგაძე.