გაუშვან სააკაშვილი უკრაინაში, ამით დაიხურება საკითხი და აღარც დიპლომატიური სკანდალი იქნება - ვაშაძე
„ამდენი ხანია, უკრაინული მხარე აყენებს მიხეილ სააკაშვილის საკითხს და დაცინვა, ქილიკი მიუღებელია,“ - ამ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აკეთებს.
ვაშაძის შეფასებით, დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებმა.
დიპლომატიურ სკანდალამდე წინ უძღოდა არაერთი განცხადება უკრაინის მხრიდან, ყველა პრობლემის გადაწყვეტა, ხომ გვესმის რაში მდგომარეობს - მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, გაუშვან უკრაინაში - გაუშვან ევროპაში, ამით დაიხურება საკითხი და აღარც დიპლომატიური სკანდალი იქნება,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან იმიტომ არ დაუშვეს, რომ არგუმენტირებული დოკუმენტი სააკაშვილის მხარეს არ ჰქონოდათ სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე.
ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი კადრებით აღშფოთებულები არიან გერმანიაში, სადაც შეხვედრებს მართავს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზე, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს. ეს ფოტოები, რაც ვნახეთ, ყევლასთვის შოკისმომგვრელი იყო,“ - ამბობს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი მძევლად ჰყავს პუტინის დავალებით აყვანილი.