სამი არასწორი ნაბიჯი, რომელიც სააკაშვილის საქმეზე დაუშვეს - ნიკა გვარამიას ანალიზი
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოოციალურ ქსელში განმარტავს, რა იყო არასწორად გაკეთებული მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
რა იყო არასწორი:
1. არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი - პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე;
2. არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე - ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადება საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი.
3. სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემის აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე "გაყიდა" ოცნების პროპაგანდამ - "სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს", რაც ცხადია ტყუილია, მაგრამ იმუშავა". - წერს ნიკა გვარამია.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.