მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა და საქართველო ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - დეგნანი
უკრაინის პრეზიდენტის დემარში და სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა - ამერიკის ელჩი ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს.
კელი დეგნანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი - რუსეთი - ჰყავს და ორი ქვეყანა ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს.
მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის, ჩვენ ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია, არის ასეთი ზეწოლა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოზე და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავს საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს,“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა.