თხოვნის შემდეგ გადავედით დიპლომატიურ სკანდალზე - ლევან ხაბეიშვილი

04.07.23 19:19
თხოვნის შემდეგ გადავედით დიპლომატიურ სკანდალზე - ლევან ხაბეიშვილი

„უკადრებელი იკადრა რუსულმა პარტიამ და ფაქტობრივად, ანტიუკრაინულ კამპანიაშია ჩართული,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ "დღის ამბებთან" გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვას ეხმაურება, როდესაც ზელენსკიმ საქართველოს ელჩი გამოაძევა და მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მხარისთვის გადაცემა მოითხოვა.

რათ უნდა ამას ოფიციალური მოთხოვნა... ოფიციალურია, როცა ოფიციალური განცხადება კეთდება... თქვენ თუ არ უვლით პრეზიდენტს, თუ ასე ექცევით, ჩვენ მაინც მოგვეცით ეს ადამიანი. თხოვნის შემდეგ გადავედით დიპლომატიურ სკანდალზე. ოცნების მომხრემ დასვას შეკიტხვა - კიდევ რომელი ქვეყანაა ასე განწყობილი, პუტინთან მებრძოლი უკრაინის მიმართ, ყველა ეუბნება, რომ რით დაგეხმარო - ამასობაში, ესენი ერთ ადამიანს სთხოვენ,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.